სამწუხაროა, რომ 2012 წელს ასეთ ადამიანს მიანდო საკუთარი ბედი ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა, ამის შემდეგ მიიტაცა სახელმწიფო და იყენებს ყველა ინსტიტუციას, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მიიტაცა.

"ბაჩიაშვილის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ყველამ უნდა გამოიტანოს არის ის, რომ ეს კაცი, საბოლოო ჯამში, როცა დასჭირდება ყველას გაუსწორდება და დაუნდობელი იქნება მათ მიმართ.

ვერ გეტყვით, რომ ამ ყველაფერში ჩემთვის რამე ახალია, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური იმპერიის შექმნის ისტორიებიც ძალიან ბევრ ეჭვთანაა დაკავშირებული. ეს ადამიანი არის ძალიან ბინძური წარსულის. მას რუსეთთან კავშირის გარდა სერიოზული კავშირები აქვს კრიმინალურ სამყაროსთან. სამწუხაროა, რომ 2012 წელს ასეთ ადამიანს მიანდო საკუთარი ბედი ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა. მან ამის შემდეგ მიიტაცა სახელმწიფო და იყენებს ყველა ინსტიტუციას", - განაცხადა  სალომე სამადაშვილმა.