ეჭვიანი კაცია ბიძინა და ნამდვილად ეჭვიანობს ღარიბაშვილზე, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილი "პატრიოტები" საქართველოში ჯერ ხელიდან მიდიან და ფულის კეთებას იწყებენ და მერე პარტიიდან.

"ღარიბაშვილთან დაკავშირებით ერთი მოტივი ის არის, რომ თავისი კადრები საერთოდ გაჰყავს თამაშიდან იმისათვის, რომ კობახიძემ სხვისკენ არ გაიშვიროს ხელი - მე რა ვქნა, იქ ბიძინას ვიღაცები არიანო. 

კონკრეტულად ღარიბაშვილთან დაკავშირებით მისი მოტივები არის ის, რომ ეჭვიანი კაცია ბიძინა და ნამდვილად ეჭვიანობს ღარიბაშვილზე. 

ნამდვილი პატრიოტები საქართველოში ჯერ ხელიდან მიდიან და ფულის კეთებას იწყებენ, მერე პარტიიდან მიდიან და ბოლოს ქვეყნიდანაც მიდიან. ეს არის პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმა "ქოცურად", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.