ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლილუაშვილი რომ გადადგა, მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ გომელაური აუცილებლად წავიდოდა.

"მთავრობიდან მიდიან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები. ლილუაშვილი რომ გადადგა, მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ გომელაური აუცილებლად წავიდოდა, ისევე როგორც, ჩემი აზრით, ანზორ ჩუბინიძეც აუცილებლად გადადგება. 

ამით ბიძინა ივანიშვილი წერტილს დასვამს და იტყვის,  რომ ის არაფერ შუაში აღარ არის, მისი პირადი წრიდან წამოსული კადრები მთავრობაშიც კი აღარ არიან, ამიტომ, ვინმეს თუ რამე კითხვები აქვს, ვინმესთან რამე სასაუბრო აქვს, რამე გასარკვევი აქვს, უნდა ელაპარაკონ ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა 28 მაისს დატოვა. შს მინისტრის თანამდებობაზე ის გელა გელაძემ შეცვალა.