ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

საკრებულოში მისულ "ოცნების" დეპუტატებს ოპოზიციონერებმა ნაცემი აქტივისტების ფოტოები დაახვედრეს. მათ ე.წ. სირცხვილის დერეფანი გააკეთეს.

"ოცნების" დეპუტატების მისამართით ისმოდა შეძახილები.

დაპირისპირების გამო, ადგილზე იყვნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

ოზურგეთის საკრებულოში დღეს სხდომა იყო ჩანიშნული.