ტყიბულში მეშახტეების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მაღაროელების თქმით, გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი მათთვის არ უთქვამთ, თუმცა თავად ფიქრობენ, რომ საქმე პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

მათი განცხადებით, 23 დეკემბერს სამსახურში, კომპანია საქნახშირში დაიბარეს და განუცხადეს, რომ ახალი წლიდან ისინი აღნიშნულ სამსახურში ვეღარ იმუშავებდნენ.

კომპანიის მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.