"დინამო არენაში" მდებარე "ასპრია ფიტნესში" 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ისინი გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილეს გიორგი უბილავას ეძებენ.

ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. ცნობილი ხდება, რომ მათ შენობაში ყველაფერი დაამტვრიეს.