ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე საქმის მოწმეების სახით ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია დაიკითხებიან.

მათ გამოჩენას სასამართლო დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.