"ქართულ ოცნებას" თუ ნამდვილად სურს, რომ დაუბრუნდეს დასავლეთისკენ გზას და შეცვალოს პრორუსული ტრაექტორია პროდასავლური და პროევროპულით, მაშინ რაღაც რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიშნები იმისა,  რომ რჩება საქართველო დასავლეთის ორბიტაზე, არ ჩანს.

"თუ რჩება საქართველო დასავლეთის ორბიტაზე ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამის მკაფიო ნიშნებს მაინცდამაინც მე ვერ ვხედავ. ევროპულ ფასეულობებთან თანხვედრას მე ვერ ვხედავ, შესაბამისად, ეს არის საფუძველი იმისა, რომ გაძლიერდეს სანქციები, ამიტომ "ქართულ ოცნებას" თუ ნამდვილად სურს, რომ დაუბრუნდეს დასავლეთისკენ გზას და შეცვალოს პრორუსული ტრაექტორია პროდასავლური და პროევროპულით, მაშინ რაღაც რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას და მე ვფიქრობ, ძალიან კარგად აღწერა ეს ნაბიჯები აშშ-ის ელჩმა უშუალო შეხვედრაზე.

მხოლოდ იმის ძახილი, რომ ჩვენ დასავლეთის ტრაექტორიაზე ვრჩებით, ეს დამაჯერებელი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.