ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა.

გამოძიება მას პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავება.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. პროცესს თავად ქაცარავა არ დასწრებია.

კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა  173-16 მუხლის დარღვევას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.