კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს, 15:00 საათზე გამოცხადდება. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი მოსამართლე ზვიად შარაძემ ბოლო პროცესის თარიღი ჩანიშნა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს, 17:00 საათზე გამოცხადდება.

გამოძიება მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 349-ე მუხლით ისჯება, რაც  ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.