"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავად ვაშაძე პროცესს არ დასწრებია.

როგორც მან პარტიის ოფისში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ყველას კიდევ უფრო აძლიერებს.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით, კოალიცია  "ძლიერი საქართველოს "ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი, "კოალიცია ცვლილებებისთვის " ერთ-ერთ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს კი 7-თვიანი პატიმრობა 23 ივნისს შეუფარდეს.