თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა.

“მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას", - განაცხადა მათე დევიძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა. 

მათე დევიძეს სამ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. ის გასული წლის 21 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.