თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მანდატურს მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს.

ისინი აცხადებენ, რომ იყო მანდატურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.

სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის დასკვნითი პროცესი უნდა დაიწყოს და სამოქალაქო აქტივისტები სწორედ მის პროცესზე შესვლას ცდილობენ.

სასამართლო დარბაზში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ.

20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.