სააპელაციო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელიას საქმეზე პროკურორის და დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება - 4.5-წლიანი პატიმრობა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

ანზორ კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 18 ივლისს მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.