"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დავით გედენიძის მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო.

გედენიძეზე საქმის წარმოება მოწმეთა არათანმიმდევრულობის და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა.

დავით გედენიძე 3 დეკემბერს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.