აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. 

მოქალაქეებმა სიმბოლურად სახეზე ნიღბები გაიკეთეს და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ ხელში ანთებული ჩირაღდნებით მივიდნენ.

"ჩვენი პერფორმანსის მიზანი ის არის, რომ ალბათ, გაგახსენდებათ მათეს სიტყვები - "მივდივარ უსასრულო წყვდიადში, რათა ვეძიო სიმართლე“. ჩვენც უსასრულო წყვდიადში ვართ ახლა, იმიტომ, რომ დიქტატორი გვიზის სათავეში და ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან, რომ მივიტანოთ უსასრულო წყვდიადში სინათლე, რადგან ჩვენ ვართ სინათლე, ის ხალხი, ვინც გამოსულები ვართ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაიმარხოს და არ მოკვდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა დღესაც გადაკეტეს.

მოქალაქეები 200 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.