შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა.

მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.

დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.