მომხმარებლების ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანაში კომპანია "გუგლის“ სერვისები არ ფუნქციონირებს.

როგორც სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, პრობლემები შეექმნა „გუგლის“ საძიებო სისტემას, ასევე ვიდეოპორტალ „იუთუბს“, „გუგლის“ ღრუბლოვან სერვისებს და ასევე „გუგლის“ ელექტრონულ ფოსტას.

გავრცელებული ცნობით, „გუგლის“ სერვისები მიუწვდომელია სომხეთში, საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.