რიკოთის ერთ-ერთ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა და მათ შემოვლითი გზით გადაადგილება უწევდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.