ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ალიანსი რუსეთის შემდეგი სამხედრო სამიზნეა.

"ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ საფრთხე: ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე და ჩვენ უკვე საფრთხეში ვართ“, - განაცხადა მან ბერლინში.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არის "თვითკმაყოფილების" და "თვითქების" დრო. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ, ეს მაინც არ არის საკმარისი.

"ვშიშობ, რომ ძალიან ბევრი ჩუმად კმაყოფილდება ამით. ძალიან ბევრს სჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეზეა. ეს არ არის. დროა ვიმოქმედოთ. მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯები და წარმოება სწრაფად უნდა გაიზარდოს. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა რუტემ.

რუტემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი თავისი ძალაუფლებისთვის მთავარ საფრთხედ დასავლეთის ქვეყნებს მიიჩნევს, რუსეთის სამაშველო ხაზი ახლა ჩინეთია და კრემლი ასევე სარგებლობს დიქტატორული რეჟიმების მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეასა და ირანში.

"ჩვენი უცვლელი ერთგულება ნატოს მეხუთე მუხლისადმი, რომლის მიხედვითაც, ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს, წარმოადგენს ძლიერ გზავნილს. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ხისტად გავცემთ პასუხს“, – განაცხადა რუტემ.