დიდი პალატის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანია, არ შეიძლება, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებთან მიმართებით გამოყენებული იყოს ისეთი სპეციალური საშუალებები, რომელიც შეიძლება იწვევდეს მათ დაზიანებას.

"დიდი პალატის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით, რომელთა უფლებებიც ამ გადაწყვეტილებით უნდა აღდგეს, არამედ ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო - ეს არის პრეცედენტულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც დიდი პალატა მსჯელობს სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. როდესაც აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანია, არ შეიძლება, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებთან მიმართებით გამოყენებული იყოს ისეთი სპეციალური საშუალებები, რომელიც შეიძლება იწვევდეს მათ დაზიანებას", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.