რუსეთზე უკრაინის თავდასხმების შედეგად ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე დასავლეთის ყველა სანქციიდან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ინდუსტრიის 18, 20, 21%-ზე (რომელიც დაზარალდა), ეს არ არის ბოლომდე სწორი გამოთქმა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ნავთობის გადამუშავება "ბენზინის" კატეგორიაში, სადაც ჩვენ რეალურად რუსეთს დანაკარგების 20%-ზე მეტი მივაყენეთ. ეს ძალიან მტკივნეულია ქვეყნის ფინანსური მდგომარეობისთვის, რადგან ეს მისი მთლიანი პოტენციალის ერთ მეხუთედს წარმოადგენს“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდასხმები ბენზინის ინდუსტრიაზე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიუჯეტის დაგეგმვის უნარზე და ა.შ.

"მაგრამ სამწუხაროდ, ეს განსაკუთრებით ვერ იმოქმედებს ომის ტემპზე. პირველ რიგში, სამხედრო ტექნიკა ძირითადად დიზელის საწვავზე მუშაობს. მეორეც, რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ხალხი ფეხით ივლის და პურს შეჭამს, მაგრამ ყველაფერი, რაც საჭიროა, ჯარში წავა. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და გულწრფელად ვაღიაროთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი 20%-ზე უნდა შენარჩუნდეს და შეიძლება გაიზარდოს 30%-მდე, რაც მეტ-ნაკლებად რეალისტური მიზანია.