ქიმიური იარაღი საერთაშორისო სტანდარტით არის აკრძალული კაცობრიობის წინააღმდეგ და შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ჰააგას ტრიბუნალს აქვს უფლება, დანაშაული გამოიძიოს და შემდეგ პასუხისმგებელი პირების მიმართ დადგეს განაჩენი, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სტანდარტის გამოძიებაა საჭირო.

"ჩვენ რამდენიმე დღეა, ვიმყოფებით აშშ-ში, სადაც დავესწარით საერთაშორისო დემოკრატიის შეკრებას, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანებაა კონსერვატიული და მემარჯვენე პარტიების მსოფლიოში, სადაც მოთხოვნილი იქნა საერთაშორისო გამოძიება იმ ქიმიურ იარაღზე, რომელიც გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება დაადგენს რეალურ სიმართლეს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დამნაშავეების დასჯასაც უზრუნველყოფს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული ოცნებისა და ივანიშვილის პირობებში გამოძიება არ ჩატარდება, რადგან თავად ისინივე არიან ამ უდიდესი დანაშაულის თანამონაწილეები.

ქიმიური იარაღი საერთაშორისო სტანდარტით არის აკრძალული კაცობრიობის წინააღმდეგ და შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ჰააგას ტრიბუნალს აქვს უფლება, რომ ასეთი ტიპის დანაშაული გამოიძიოს და შემდეგ პასუხისმგებელი პირების მიმართ დადგეს განაჩენი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.