როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელიც სისულელეებით გამოირჩევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არავის უკანა ეზო არ არის.

"ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას. როდესაც გახდა პრეზიდენტი, ტრამპის დაპირება იყო, რომ უნდა, რომ დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი და უნდა, რომ დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ ვერც ერთს ვხედავთ, რომ მიყვანილი იყოს ბოლომდე და ვერც - მეორეს. „დიფ სთეითი“, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ყველგან, მათ შორის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დამარცხებული არ არის. როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელიც სისულელეებით გამოირჩევა და ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს. შეიძლება დიდი განსხვავება არ იყოს, მაგრამ ამ განცხადებებს, რომელსაც ვისმენთ დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე და ურთიერთობებს არ წაადგება. 

ჩვენ გვჭირდება მეგობრობა, თანამშრომლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ამას სჭირდება გაფრთხილება, შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენს სუვერენიტეტს სჭირდება გაძლიერება", - განაცხადა კახა კალაძემ.