ოპოზიციამ თუ რამეზე ნამდვილად უნდა იმუშაოს, არის ის თუ როგორ გაანადგურებს სიღარიბეს, როცა ხელისუფლებაში მოვა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბეა "ქართული ოცნების" მოკავშირე.

"რეგიონებში რომ ჩავდივართ, იქ ადამიანები გელაპარაკებიან ტელევიზორის ენით, ამ ხალხის ენით გელაპარაკებიან, არადა უმრავლესობა სიღარიბის გამო აძლევს ხმას. ასეთი უამრავი ფაქტია. სიღარიბეა "ქართული ოცნების" მოკავშირე და აი, ოპოზიციამ თუ რამეზე ნამდვილად უნდა იმუშაოს, არის ის თუ როგორ გაანადგურებს სიღარიბეს, როცა ხელისუფლებაში მოვა. 

რაც შეეხება აშშ-ის აქტს, ის, რომ 80%-მა ხმა მისცა ამ აქტს, ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უმუშავია არანაირი დონეზე. ეს 80% ძალიან ყვირის, 60%-40%-ზე რომ ყოფილიყო, კიდევ დაინახავდი მათ შრომას, მაგრამ ჩანს, რომ არ უმუშავიათ და ტყუილად ყრიან ფულს ჰაერზე სახელმწიფოს ფულს.

ჩვენ, შიგნით შესულებმა ვნახეთ, რა ბუნებისაა ეს მმართველობა და უფრო თამამად ვლაპარაკობთ უცხოელებთანაც. 

"ქართული ოცნების" ყველაზე დიდი ამორალურობა ისაა, რომ საქართველოს უკარგავს ევროპის გზას", -  განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.