ვერძი:

აქტიური დღეა, თუმცა საოჯახო საქმეების მიმართ ნაკლები ინტერესი გექნებათ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან გართობას.

კურო:

ენერგიული ხართ და გსურთ პროდუქტიულად გამოიყენოთ ეს ენერგია. დღე შესაფერისია ნანატრი ნივთების შესაძენად.

ტყუპი:

დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის და სოციალური ღონისძიებებისთვის. იყავით აქტიური და შეკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც გსურთ დროის გატარება.

კირჩხიბი:

შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები. ეცადეთ, არ მისცეთ სიზარმაცეს საშუალება, რადგან ფინანსური სირთულეები გელით. ძველი მეგობრის რჩევა ძალიან გამოგადგებათ

ლომი:

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ოჯახური წვეულებისთვის. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათ

ქალწული:

დღე არაა ხელსაყრელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ

სასწორი:

შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი ან მოქმედება არასწორად გაიგოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი

მორიელი:

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ .

მშვილდოსანი:

შესაძლებელია, საქმიან წინადადებას მიიღოთ, მაგრამ არ იჩქაროთ დათანხმება. შესაძლებელია, ოჯახური პრობლემების მოგვარება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ.

თხის რქა:

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის. შესაძლებელია, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ.

მერწყული:

დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას აპირებთ, გირჩევთ, საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ.

თევზები:

შესაძლებელია, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი საქმე შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. მეგობრის დახმარებით, ძლიერი მფარველი ან სპონსორი იპოვით.