11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სეზონური ვირუსების გავრცელების კუთხით არსებული ვითარება - გადაიარა, თუ არა ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა. რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია ავადობის მაჩვენებელი“.

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

11:00 საათზე - პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

11:00 საათზე - პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

12:00 საათზე - პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

15:30 საათზე - პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)