11:30 საათზე - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას მართავს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოება.

ღონისძიებას დაესწრებიან, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები.

მისამართი: თელავის ქ. N20 („შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“)

12:00 საათზე - "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: აკაკი გახოკიძის 11ა, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისი"

 

12:00 საათზე - საქართველოს იურისტთა ასოციაციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საიას მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევების ფაქტებს შეეხება.

მისამართი: ჯანსუღ კახიძის #15

 

13:00 საათზე - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს სასამართლოებმა აფგან სადიგოვი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვეს.

მისამართი: ი. აბაშიძის 12ბ (ორგანიზაციის ოფისი)

საკონტაქტო პირი: ანა მარწყვიშვილი - 598 559 368

 

18:00 საათზე - ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, AI News -ის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება. AI News პირველი ქართულად მოაზროვნე AI მედიაა.

მისამართი: სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”

საკონტაქტო პირი: ირმა ჭარაქაშვილი - 577 694 103

 

20:00 საათზე - "თავისუფლების მოედნის“ ინიციატივით საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. #32

კონტაქტი: 599 61 63 53; 598 13 12 58