09:30 საათზე - სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში“ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

მისამართი: თავისუფლების მოედანი 7

10:30 საათზე - სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ის საკონფერენციო დარბაზში, TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის სფეროში ახალი პროექტის: "თანაბარი შესაძლებლობებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში“ პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.37M

საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი 558 445 566

 

12:00 საათზე - სპორტის სასახლესთან კურიერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი სახით ჩააბარებენ მოთხოვნებს, რის შემდგომაც თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.

საკონტაქტო პირი: ბექა კობრიაშვილი - 555403669

 

12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში  (მე-3 დარბაზი) საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:30 საათზე - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების, მეჯვრისხევის და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.