უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 056 130 (+920) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.08.25-მდე: ტანკები – 11 068 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 071 (+2), საარტილერიო სისტემები – 31 025 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1452 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1203 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 49 374 (+178), ფრთოსანი რაკეტები – 3552 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 57 159 (+135), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 2 აგვისტოს ფრონტზე 104 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.