უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 071 780 (+890) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.08.25-მდე: ტანკები – 11 118 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 148 (+0), საარტილერიო სისტემები – 31 698 (+66), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1470 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1208 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 51 894 (+209), ფრთოსანი რაკეტები – 3558 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 59 060 (+123), სპეციალური ტექნიკა – 3943 (+1).

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, დღის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. პოკროვსკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის 48 თავდასხმა მოიგერიეს