ყველამ ხომ იცის, რომ ბრძანების გამცემი ბიძინა ივანიშვილი იყო, მაშინ გახარია რატომ აფარებს მას ხელს?!, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ გიორგი გახარია პარლამენტში შევიდეს.

"20 ივნისი არავის არ დავიწყებია და არავის უპატიებია გახარიასთვის. ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებში უნდა გამოიძიონ ეს საქმე და არა წულუკიანის, მაგრამ გახარიას რა უნდოდა. დავიწყოთ იქიდან, რომ მან დაარღვია საერთო ოპოზიციური შეთანხმება. შეთანხმება იყო ის, რომ არავინ არ უნდა მისულიყო ამ კომისიაზე. აღმოჩნდა, რომ გახარია მივიდა. თუ მიდიხარ არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმურ კომისიაზე, ე.ი. პრობლემა გაქვს. მე უკვე იმასაც ველი, რომ გახარია პარლამენტში წამოსკუპდეს იმიტომ, რომ დღემდე მანდატები არაა გაუქმებული.

თუ მიდიხარ, ისე მაინც უნდა მიხვიდე, რომ ნახევრად სიმართლე არ ილაპარაკო. გახარიას მისვლა ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული - მას რომ გაეცა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების. ყველამ ხომ იცის, რომ ბრძანების გამცემი ბიძინა ივანიშვილი იყო, მაშინ გახარია რატომ აფარებს მას ხელს?!", - განაცხადა ანა წითლიძემ.