ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. თუ არ დაინიშნა მერე გადავწყვეტთ, გავალთ, თუ არ გავალთ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა "რეაქციაში“ განაცხადა.

"გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“,- განაცხადა გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად ემზადებიან თუ არა ისინი მუნიციპალური არჩევნებისთვის, გახარია პასუხობს: “კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ვემზადებით, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“.