ადგილობრივ არჩევნებზე რომ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში რომ შედიხარ, შენ იქ მოგებისთვის არ შედიხარ, ერთადერთი იმიტომ შედიხარ, რომ პატარა კაბინეტი იპოვო და სადღაც შეაფარო თავი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობა არის ლეღვის ფოთლობა.

"ვისაც რეგისტრაციას აუკრძალავენ, სანამ რეგისტრაცია იქნება ეს პარტიები თავისას მიაწვებიან და საბოლოო ჯამში, ერთი ან მეორე ხაფანგში გაებმება.

ადგილობრივ არჩევნებზე რომ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში რომ შედიხარ, შენ იქ მოგებისთვის არ შედიხარ, ერთადერთი იმიტომ შედიხარ, რომ პატარა კაბინეტი იპოვო და სადღაც შეაფარო თავი. 

დღევანდელ ვითარებაში თუ მონაწილეობას მიიღებ, ჩავთვალოთ, რომ ეგ არის ლეღვის ფოთლობა. რა შეიძლება იყოს ის პირობები, რამაც ეს პროცესი დაძლიოს - ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. შემდეგი საკითხია - ვერანაირ არჩევნებში ვერ მიიღებთ მონაწილეობას ბოლო ერთი წელი, მიღებული კანონმდებლობა თუ იარსებებს, უბრალოდ შეუძლებელია იმიტომ, რომ ისეთი კანონებია", - განაცხადა გიგი უგულავამ.