ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს.

"წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს 4000 ლარით? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს რას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს?! ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ.

მანდატურები დევნიდნენ ადამიანებს თვითონ სასამართლო დარბაზიდან. მანდატურებიც არიან სისტემის ნაწილი, ჩვეულებრივი ჯალათები, ასევე იმ ცრუ მოწმეებმა, რომლებიც რეჟიმის წარმომადგენლები არიან, უნდა აგონ სათანადო პასუხი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4 000 - 4 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.