შექმნეს ე.წ. კომისია, რომ როგორმე გაგვამტყუნონ მე და საქართველო. აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს, აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გადაუარეს სვანეთს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არ გაეთავისუფლებინა სვანეთი აფრასიძეებისგან, ვერ განვითარდებოდა.

"ესენი ცდილობენ ისტორიის გადაწერას. ივანიშვილმა ქვეყანას მოჰპარა აწმყო, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრება, უამრავი ადამიანი შიმშილობს. ახლა ესენი ცდილობენ, ქვეყანას წაართვან სახელოვანი წარსული, რომელიც მოიტანა "ვარდების რევოლუციამ". 

შექმნეს ე.წ. კომისია, რომ როგორმე გაგვამტყუნონ მე და საქართველო. აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს, აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ახლა ამბობენ, რომ აფრასიძეები იყვნენ  იმ რეჟიმის უბედური მსხვერპლები.

აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავალი.

შევარდნაძის დროინდელი ძალადობა, შიმშილი, აჭარული  სეპარატიზმი, უშუქობა - ეს ყველაფერი ყოფილა საქართველოს სწორი გზა და ჩვენ გადაგვიყვანია სწორი გზიდან ქვეყანა. ხედავთ, ხალხო, როგორ დაგცინიან?! მაინც ვერაფერი გამოუვათ. მაწამეთ, აბსურდულ ბრალდებებს მიყენებთ, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის ვრჩები საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ.

ახლა საქართველო არის ყველაზე რეპრესიული, უსიმპატიო, ჩამორჩენილი რეჟიმი მსოფლიოში. 

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში წერია, რომ ეს კომისია (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) შექმნილია იმისათვის, რომ გამოიყენონ ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" გასანადგურებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.