გახარია არის პარლამენტარი, ის და მისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან.

"გახარია არის პარლამენტარი, ის და მისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება.  პირველ რიგში, ჩვენს პარტიას ერჩიან, "ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას - "ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია", – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.