ჩვენ ის ამით ვერ გაგვანადგურებს, პირიქით, ძალიან ერთიანები ვართ. კიდევ უფრო შემართებით და გაერთიანებულად უნდა ვიბრძოლოთ, რომ საბოლოოდ გავათავისუფლოთ საქართველო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ, ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და მოვუწოდებთ სრულიად საზოგადოებას, რომ ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი არის მოსაშორებელი იმიტომ, რომ ჩვენი პატიმრობა რა მოსატანია, ახალგაზრდა ხალხი ჰყავთ დაკავებული 4-5 წლით. ბრძოლაა იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო მართლმსაჯულებას აღასრულებს და არა პოლიტიკურ დავალებას, ამიტომ ყველა ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

სრული მხარდაჭერა მამუკას, ზურას, ნიკას, ნიკას, ირაკლის და ყველას. კიდევ უფრო შემართებით და გაერთიანებულად უნდა ვიბრძოლოთ, რომ საბოლოოდ გავათავისუფლოთ საქართველო.

ჩვენ ის ამით ვერ გაგვანადგურებს, პირიქით, ძალიან ერთიანები ვართ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს კი 7 თვით.