ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.

"ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ეს ივანიშვილისა და მისი „კლანის“ საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს.

რეჟიმი ცდილობს, ეს მარცხი ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს, მაგრამ ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.