ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. დროის ამბავია,  დღეს იქნება გადაწყვეტილება, ხვალ თუ ზეგ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეჟიმის ხელშია ეს დრო.

"ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. დროის ამბავია,  დღეს იქნება გადაწყვეტილება, ხვალ თუ ზეგ. რეჟიმის ხელშია ეს დრო, ჩვენს ხელშია ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. მთავარია ერთიანები ვიყოთ, ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია. მთელი საქართველო ჰყავს დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“, საქართველოს განთავისუფლებისთვის ვიბრძვით. ბოლომდე ვიბრძვით, ვნახოთ დღეს იქნება თუ არა გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი  ვაშაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად არ ესწრება.