იოსებ ჭელიძე და მათ შორის “ოცნების” წარმომადგენლები, თავისი ნებით არ იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არის ივანიშვილის მიერ ნაკარნახევი. ივანიშვილი ამ ხალხს იყენებს, აკეთებინებს ათას სიბინძურეს და შემდეგ თავიდან იშორებს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ იოსებ ჭელიძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

"სინამდვილეში, “ოცნების” წარმომადგენლები თავისი ნებით არ იღებენ გადაწყვეტილებას და ეს არია ივანიშვილის მიერ ნაკარნახევი და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ივანიშვილმა გააკეთებინა ამ ადამიანებს არაერთი სიბინძურე ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და დღეს მათ მოშორებას განიხილავს, ამიტომ ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი სხვა “ოცნების” მესვეურებისთვის, რომლებიც ახლა არიან თანამდებობებზე, რომ ივანიშვილი მათ აუცილებლად მოიშორებს, როდესაც გამოიყენებს, ამიტომ ე.წ შსს-ს მინისტრის მოადგილის გადადგომა სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილს დღეს ასეთი საკადრო პოლიტიკა აქვს”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.