არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ სანქცირების პოლიტიკა შეიცვალოს ამერიკის შეერთებული შტატების, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს აქვს სანქცირების პოლიტიკა, რომელზეც არც დონალდ ტრამპი და არც მისი გუნდი არ ამბობს უარს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ასეთი ინსტრუმენტი, სანქცირების პოლიტიკა, რომელზეც არც დონალდ ტრამპი და არც მისი გუნდი არ ამბობს უარს, ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის განიხილავენ ხოლმე სანქცირების ახალი ტალღის დაწყებას კონკრეტული ადამიანების მიმართ, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ სანქცირების პოლიტიკა შეიცვალოს ამერიკის შეერთებული შტატების“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მსხვილ ბანკებთან და მათ მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი მოაწერა და ბანკებს კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა მათი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების საფუძველზე ეკრძალებათ.