როდესაც პროტესტი არის შედარებით არაპროგნოზირებადი, ლოკაციების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების თვალსაზრისით რეჟიმისთვის, ეს იწვევს იმას, რომ ეს პროტესტი მეტად ასუსტებს რეჟიმს, ამიტომ წინასწარ ლოკაციებზე და სხვა გეგმებზე საუბარი სწორი არ არის, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პროტესტი იქნება, ეს პროტესტი არც ჩერდება და არც გაქრება, რადგან, შეუძლებელია, ეს პროტესტი შეჩერდეს, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

“რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, რადგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში შექმნილ მოვლენაზე, ქვეყანაში გაუქმებულია პოლიტიკა და გაუქმებულია არჩევნები, რადგან, როდესაც არჩევნები არ ტარდება, ტარდება სპეცოპერაცია და მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ჰქონდა ტრადიცია იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ბევრი მანიპულაციით და დარღვევებით ყოფილიყო ხოლმე და რაღაც გაყალბების მეთოდოლოგიას ხალხი შეეჩვია კიდეც, მაგრამ, ის, რაც მოხდა ყველასთვის გაუგონარი ფაქტი იყო, ამიტომაც არის, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ასეთი არასდროს ყოფილა, არც ედუარდ შევარდნაძის დროს, იმ არჩევნებზე, რომელსაც რევოლუცია მოჰყვა, არასდროს ყოფილა მთელი 30 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა პარტიული ცხოვრება გავაგრძელოთ, თუნდაც პარტნიორებთან ურთიერთობით. ეს პრობლემები არ გვარდება, ქართველი ხალხისთვისაც და პოლიტიკოსებისთვისაც, ბუნებრივი და ორგანული არის ქუჩაში დგომა. სანამ ეს სამი დღე ქუჩაში არ ვიყავი და ღამეს არ ვათევდი, მანამდე, კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს იმ მხრივ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავით ქუჩაში. რაც შეეხება ტაქტიკას, აღმოჩნდა, რომ, როდესაც პროტესტი არის შედარებით არაპროგნოზირებადი, ლოკაციების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების თვალსაზრისით რეჟიმისთვის, ეს იწვევს იმას, რომ ეს პროტესტი მეტად ასუსტებს რეჟიმს, ამიტომ წინასწარ ლოკაციებზე და სხვა გეგმებზე საუბარი სწორი არ არის. უახლოეს დღეებში პროტესტი იქნება, ეს პროტესტი არც ჩერდება და არც გაქრება, რადგან, შეუძლებელია, ეს პროტესტი შეჩერდეს, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.