კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

"ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლო ბრძანებების საფუძველზე შეუსრულებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი.

ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით", - წერს რასა იუკნევიჩიენე.