არ მივიჩნევ, რომ რეჟიმი არის ძლიერი, ისინი ჭამენ ერთმანეთს, იხრჩობიან კორუფციაში, მათზე სანქციების დიდი ზეწოლაა, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მათსავე საწინააღმდეგოდ უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ.

"ასე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს, როდესაც დანაშაულის განკარგულებას გასცემს და შემდეგ ზუსტად ასევე მოისვრის. ყველა პოლიციელს, ვინც არის რეჟიმის სამსახურში უნდა ესმოდეს, რომ ასე დაემართება დანაშაულის შემდეგ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მსახურებსაც თვლის არარაობად.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიდგეთ იმ შემართებით, რა შემართებაც აქვს აქ მდგომ თითოეულ ადამიანს. ჩვენ გვყავს ტყვეები დასახსნელი, ჩვენ გვყავს რეჟიმის ტყვეები და ამიტომ, მნიშვნელოვანია ბოლომდე დგომა.

არ მივიჩნევ, რომ რეჟიმი არის ძლიერი, ისინი ჭამენ ერთმანეთს, იხრჩობიან კორუფციაში, მათზე სანქციების დიდი ზეწოლაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოვაქციოთ ერთ კალაპოტში და ამ კალაპოტით ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.