მაინც გავიგონებთ ერთმანეთის ხმას, არ იდარდოთ! მთავარია ბევრნი ვიყოთ! - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"მანქანა ტექნიკით წაგვართვა პოლიციამ!

მიდით, მიაწექით ქოცებო! ახლა სხვა მანქანებსაც გამოეკიდეთ და ირბინეთ ასე წინ და უკან, უთავმოყვარეო ბანდიტებო!

მაინც გავიგონებთ ერთმანეთის ხმას, არ იდარდოთ! მთავარია ბევრნი ვიყოთ!

7-ზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და იქიდან მსვლელობით რუსთაველზე!" - წერს გვარამია.