ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს. მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლიდან, ვადაგასული “გახსნის” ცერემონია სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით,  ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება.

"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს!!! მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია2023 წლის სექტემბრიდან!  ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას? 

ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და "შოპინგობენ". 

მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია (მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ) 

ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიალი 10 ივნისს გაიმართა.