პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი 84 ხმით აირჩია.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 2045 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.