რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, დაუსახა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა რუს დიპლომატებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით რამე კონკრეტული ამოცანები ან ვადები.

"არა, მკაფიო ვადები არა, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ნაბიჯებისთვის, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და სურს“, – განაცხადა პესკოვმა.