ჩვენ კიდევ ვნახავთ ახალ ერეკლე მეფეებს, ისევ მუხლებზე დაჩოქილს, რომ დედა რუსეთმა სახლში დააბრუნოს, - ამის შესახებ მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

"1795 წელს თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა. დახოცეს მთელი მოსახლეობა. ცინიკური გზებით თბილისელებს ხიდზე აძალებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს იტყოდა, აწამებდნენ.

ამის შემდეგ ერეკლე მეფემ მუხლმოდრეკით სთხოვა რუსეთს შეფარება. და ვინ უჭერდა მხარს თბილისში ხალხის დახოცვას? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასს სპარსელ სამხედროებს.

ჩვენ მივიერთეთ საქართველო და მაშინ ქართველები იყვნენ 50 000, როდესაც ჩვენ მივიღეთ, გავათავისუფლეთ. ეს თავისუფლება კარგად ვერ გამოიყენეს.

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალ ერეკლე მეფეებს, ისევ მუხლებზე დაჩოქილს, რომ დედა რუსეთმა სახლში დააბრუნოს", - აცხადებს სიმონიანი.